ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"რუსეთი-საქართველო: ინფორმაციული ომი"

ღონისძიებები

7 აგვისტოს, 15.00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის გამზირი 3, ოკუპაციის მუზეუმი, მესამე სართული) გაიმართება ოლეგ პანფილოვის წიგნის ”რუსეთი-საქართველო: ინფორმაციული ომი. 2008 წლის აგვისტო” (Книга Олега Панфилова «Россия – Грузия: информационная война. Август 2008») პრეზენტაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის პირველი გამოცემა გახლავთ პუბლიკაციების სერიიდან, რომელიც 1819 წლიდან ორი ქვეყნის საინფორმაციო დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. წიგნში შესულია 2008 წლის აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დროინდელი საინფორმაციო მასალების მხოლოდ ნაწილი - საინფორმაციო დაპირისპირების რამდენიმე წელი, რომელიც წინ უძღვოდა ომს, აგრეთვე, ის მასალა, რომელიც საკუთრივ ხუთდღიანი სამხედრო მოქმედებების შემადგენელი ნაწილი გახლდათ.

წიგნი მოიცავს როგორც ჟურნალისტების უფლებების დარღვევის, ასევე რუსეთის მიერ საინფორმაციო საშუალებების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის გამოყენების ფაქტების მონიტორინგს. წიგნში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მონაცემებს, რომელნიც მოპოვებულია რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად. ასევე მოყვანილია პროპაგანდის მრავალი მაგალითი, რომელიც მიმართული იყო არა მარტო რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე, არამედ დეზინფორმაციის გამოყენებაზე ომის რუსული ვერსიის განმტკიცების მიზანით.

წიგნის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი, 1957 წელს ტაჯიკეთში დაიბადა. მუშაობდა მასწავლებლად და სწავლობდა ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიას. 1974 წლიდან ჟურნალისტიკაში მუშაობს: გახლავთ 3000 მეტი სტატიის ავტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში. 1992 წლიდან პანფილოვი აქტიურად მუშაობს სამართალდამცავი მოძრაობისათვის, გახლავთ აშშ-ს ჟურნალისტების უფლებების დაცვის კომიტეტის (CPJ) რუსეთის ბიუროს დირექტორი, საჯაროობის დაცვის ფონდის მონიტორინგის ჯგუფის დირექტორი, ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი, აგრეთვე, რვა ფილმის სცენარის ავტორი და 29 წიგნის ავტორი და შემდგენელი.

ოლეგ პანფილოვი რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. იგი აგრეთვე გახლავთ პროგრამის ”დემოკრატიის ტერიტორია” ავტორი და წამყვანი რუსულენოვან არხზე პირველი საინფორმაციო კავკასიური (ПИК).

ბანერები