ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „რუმინეთის დაცული ზონების ადგილობრივი, რეგიონული და სახელმწიფო სისტემები – ეფექტიანობის პრობლემები“

ღონისძიებები

29 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E204 აუდიტორიაში Erasmus + ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის (ტრანსილვანია, რუმინეთი) მხარდაჭერით  გაიმართება ლექცია თემაზე: „რუმინეთის დაცული ზონების ადგილობრივი, რეგიონული და სახელმწიფო სისტემები – ეფექტიანობის პრობლემები“.

პრეზენტაცია შეეხება კონსერვაციის პრობლემებს, რომლებიც რუმინეთს აქვს მეორე მსოფლიო ომის დროიდან, კომუნისტური და პოსტკომუნისტური ხანიდან, როგორც ევროკავშირის წევრ-ქვეყანას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის დაცული ზონების განვითარება და მათი ეფექტიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში; ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბუნების დაცვის საქმეში საზოგადოებრივი აზრის, საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტების ურთიერთობა. მაგალითად, განხილული იქნება კარპატების ტყეებთან დაკავშირებული პრობლემები. გაიმართება მსჯელობა კარპატებისა და კავკასიის ტყეებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე. 

ტყის ეკოსისტემა კავკასიასა და კარპატებში – კონსერვაციის პრობლემები

რუმინეთის მეცნიერთა და საზოგადოებისა და ხელისუფლების ორგანოების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა კარპატებში ტყის ეკოსისტემის მრავალფეროვნების შენარჩუნება. სამწუხაროდ, ქვეყანას ცუდი შედეგი მოუტანა 2015 წელს ევროპაში შემორჩენილი

ერთადერთი ხელშეუხებელი ტყის ეკოსისტემის დაკარგვამ. თუმცა კონსერვაციის პრობლემები საკმაოდ განსხვავებულია სხვადასხვა ეკოსოსტემაში. ამავდროულად, საერთაშორისო ინვესტორების, განსაკუთრებით ავსტრიელ ინვესტორთა, ზეწოლა ბოლო ათი წლის

მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა. ამ პირობებში მეტად რთულია ტყის კონსერვაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და ნაკლებად სავარაუდოა პრობლემის მოკლე დროში მოგვარება. პრეზენტაციის ბოლო ნაწილი დაეთმობა კავკასიაში ტყის კონსერვაციის

სხვადასხვა ტიპთან დაკავშირებული სიტუაციების შედარებასა და აუდიტორიასთან ერთად განხილვას.

დრო: 29 აგვისტო, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E204 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

სამუშაო ენა: ინგლისური 

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები