ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაზე მშვიდობისათვის"

ღონისძიებები

ასოციაცია "რონდინე" იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართება 19 ივლისს, 3 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის #32, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია;). წარმოდგენილი იქნება პროექტი "მშვიდობის ქარები კავკასიაზე" და ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი - "რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაზე მშვიდობისათვის". ღონისძიების დროს ხელი მოეწერება იტალიის 9 უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს  შორის მეგობრობის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროექტების ჩარჩო ხელშეკრულებას.

ღონისძიების სტუმრები იქნებიან ასოციაცია რონდინეს პრეზიდენტი, არეცოს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი და მესერი სიენის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სტუდენტური ქალაქ რონდინეს სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონებიდან.

დამატებითი ინფორმაცია ასოციაცია "რონდინე - მშვიდობის ციტადელი"-სა და პროგრამის "მშვიდობის ქარები კავკასიაზე" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართვებზე: www.rondine.orgwww.ventidipacesucaucaso.it

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები