ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

როგორ ვისაუბროთ ორიენტალიზმზე - ედვარდ საიდის ორიენტალიზმის თეორიის რამდენიმე საკითხი ქართულ კონტექსტში

ღონისძიებები

3 ივნისს, 15:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,როგორ ვისაუბროთ ორიენტალიზმზე - ედვარდ საიდის ორიენტალიზმის თეორიის რამდენიმე საკითხი ქართულ კონტექსტში".

საჯარო ლექციის  მიზანია ედვარდ საიდის  ორიენტალიზმის თეორიის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება. რამდენად გვეხმარება საიდის თეორია თანამედროვე მოვლენების ახსნაში, აქვს თუ არა თეორიას ლიმიტი და როგორ ვიმსჯელოთ ორიენტალიზმზე საქართველოში. 
ლექციაზე ასევე განხილული იქნება, რამდენად იმეორებს ქართული დისკურსი დასავლეთის ხედვას ისლამის მიმართ; რა ნიშნავს ორიენტალიზმის ფემინიზაცია; რამდენად არის საქართველო აღქმული როგორც  „აღმოსავლეთი“ და ქმნის თუ არა საქართველო თავად საკუთარ  „აღმოსავლეთს“.

მომხსნებლები:

  • ედვარდ საიდის ,,ორიენტალიზმი" და მისი კრიტიკოსები -  გიორგი სანიკიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • საიდი და ჰანტინგთონი - შოთა პაპავა (ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტი/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • ორიენტალიზმი ,,ორიენტალიზმამდე"  - ნიკო მარი და ქართული სამეცნიერო ნაციონალიზმი -  ზაალ ანდრონიკაშილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი)
  • კოლონიალიზმის ემანსიპატორული დაპირება: სხვა ქალების ჩაგვრა, გლობალური და ადგილობრივი იერარქიები - თამარ ცხადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • პოლიტიკის ორიენტალისტური განზომილება და ქალთა თანმხლები დილემა - მაია ბარქაია (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC)

მოდერატორი: სოფო ზვიადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დრო: 3 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები