ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული: „როგორ ვაქციოთ ამაზონი შემოსავლის წყაროდ“ “შენი პროდუქტი etsy-ზე”

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება დისტანციური საჯარო ლექცია თემაზე:

➤ „როგორ ვაქციოთ ამაზონი შემოსავლის წყაროდ“.

მომხსენებელი ლევან მოლაშვილი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

  • ამაზონზე პროდუქტის განთავსების კრიტერიუმები;
  •  ნიშები, რომელთა ათვისებაც პროდუქტს უფრო გაყიდვადს გახდის;
  •  ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების გზები;
  •  როგორ ეხმარება Amazon Export Hub-ის პლატფორმა მომხმარებლებს.

 ამავე დღეს, 20:00 საათზე, გაიმართება მეორე საჯარო ლექცია თემაზე: „შენი პროდუქტი etsy-ზე“.

➤ Etsy.com ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვისთვის, თუმცა მისი ბენეფიტების მაქსიმალურად მისაღებად საჭიროა სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება.

ვისაც გაინტერესებთ, როგორ უნდა შესთავაზოთ და გააცნოთ თქვენი პროდუქტი მსოფლიოს Etsy.com-ის საშუალებით, შემოგვიერდით.

მომხსენებელი – კატო რამიშვილი

#GEWILIAUNI #GEW2020 #Fablab #fablabiliauni

 

ბანერები