ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს იმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი“.

ლექციას გაუძღვებიან toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი, ფრილანსერი სანდრო დოლიძე.

მომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას – როგორ დაიწყეს მუშაობა დისტანციურად, როგორ შეძლეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კარგი ანაზღაურების მიღება და, რაც მთავარია, საკუთარი ცხოვრების სტილი გახადეს ისეთი, როგორზეც ოცნებობდნენ.

თემები:

  • რატომ გადავწყვიტეთ ფრილანსერობა;
  • როგორ გავხდით ფრილანსერები;
  • დროის მართვის მეთოდი – Pomodoro-ს ტექნიკა;
  • რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სუსტი მხარეები.

კვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სიმბოლური საჩუქრებით.

დრო: 8 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები