ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

როგორ დავიცვათ პროფესიული ეთიკა

ღონისძიებები

16 ივნისს, პარასკევს, 11:30-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით გამართავენ პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ეთიკის კომისიის იმიტირებულ განხილვას – „როგორ დავიცვათ პროფესიული ეთიკა“.  

ასეთი  განხილვა  პირველად იმართება და  პროფესიული ეთიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის კარგი  შესაძლებლობაა, შეიტყონ ეთიკის კოდექსისა და საქმის განხილვის პროცესის შესახებ.

„ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია, საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება,  შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი  სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის“.

დრო: 16 ივნისი, 11:30-13:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 409 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები