ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რობოტების სასკოლო შეჯიბრი 2024

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს რობოტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 1-ელ ივნისს IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის მართავს რობოტების სასკოლო შეჯიბრს.

შეჯიბრება ჩატარდება სამი მიმართულებით: 

  • სწორ ხაზზე მოძრაობა
  • ზიგზაგზე მოძრაობა
  • ლაბირინთში მოძრაობა

რობოტების სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები:

  • შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს რობოტის შესაბამისი აღჭურვილობა.
  • Შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ტიპის რობოტი, რომლებიც  შეძლებენ მონაწილეობას შეჯიბრების სამივე ნაწილში.
  • გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად, პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს.
  • სკოლამ უნდა წარმოადგინოს მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობა იქნება 2, ხოლო მაქსიმალური – 5.
  • სასკოლო გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს IX-XII კლასების მოსწავლეებით. 
  • სკოლას შეუძლია შეჯიბრებისთვის რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება.

მონაწილეობის პირობები 

პროექტში მონაწილეობა სკოლებისთვის უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან. 

დეტალური ინფორმაციისთვის კატეგორიების წესები იხილეთ ვებგვერდზე

შენიშვნა: თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილმა რობოტმა უნდა დაფაროს ყველა კატეგორია. იმ შემთხვევაში, თუ სამი კატეგორიიდან (სწორ ხაზზე მოძრაობა, ზიგზაგზე მოძრაობა, ლაბირინთში მოძრაობა), რობოტი რომელიმე მათგანს გამოტოვებს, გუნდს დისკვალიფიკაცია მიენიჭება.

როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

სკოლამ უნდა შეავსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2024 წლის 13 მაისისა. Სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი იყოს სასკოლო გუნდის ხელმძღვანელისა და მონაწილეების მონაცემები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4aNvHEp

გუნდების შერჩევის პროცესი წარიმართება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმის შერჩევის შემდეგ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საინფორმაციო მეილს, Მეორე ეტაპზე გადამოწმდება შერჩეული გუნდების რობოტები და საბოლოო დასტურის შემდეგ მოემზადებიან შეჯიბრების დღისთვის.

ღონისძიების ადგილმდებარეობა: თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის:

 2024
ბანერები