ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რობოტების სასკოლო და SUMO შეჯიბრება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს რობოტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობითა და  ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 1-ელ ივნისს გამართავს რობოტების სასკოლო და SUMO შეჯიბრებას.

სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას, რომელსაც აქვს რობოტის შესაბამისი აღჭურვილობა.

SUMO რობოტების შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია 16 წელს ზემოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა. შეჯიბრებაზე დაიშვებიან სტუდენტური და  სასკოლო გუნდებიც.

  • რობოტების სასკოლო შეჯიბრების შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ: https://shorturl.at/mDHRU
  • SUMO რობოტების შეჯიბრების შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ: https://shorturl.at/bkHLT

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 2024 წლის 13 მაისისა.

  • რობოტების სასკოლო შეჯიბრებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4aNvHEp
  • SUMO რობოტების შეჯიბრებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4azUZpZ

გუნდების შერჩევის პირველ ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების გადარჩევის შემდეგ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საინფორმაციო მეილს. Მეორე ეტაპზე გადამოწმდება შერჩეული გუნდების რობოტები და საბოლოო დასტურის შემდეგ მოემზადებიან შეჯიბრების დღისთვის.

ღონისძიების ადგილმდებარეობა: თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის:

2024
 
ბანერები