ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია - ”Human Rights in Putin's Russia”

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლოპროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი რობერტ ვან ვორენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ”Human Rights in Putin's Russia” (ადამიანის უფლებები პუტინის რუსეთში).

ილიაუნის პროექტი - „ახალი განმანათლებლობა“ - ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს.კურსისთვის შერჩეულიასაზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებსილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებასეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

ლექციის ჩატარების დრო: 19 დეკემბერი, 16:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32)

ბანერები