ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რობერტ კუპერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ლოს ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ რობერტ კუპერს. დოქტორ კუპერი ისაუბრებს მის მიერ განხორციელებული კვლევების შესახებ, რომლებიც ძირითადად ეხება იმას, თუ როგორ ახერხებენ სკოლების ხელმძღვანელები სწავლებისთვის სათანადო პირობების შექმნას მრავალფეროვან საზოგადოებაში.

დოქტორ კუპერი UCLA ასოცირებული პროფესორია. მისი ძირითადი ინტერესია ურბანული განათლება და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი სერვისები. დოქტორ კუპერი ხელმძღვანელობს UCLA-ს სკოლის დირექტორების მომზადების პროგრამას. საქართველოს დოქტორ კუპერი USAID-ის EMP პროექტის ფარგლებში სტუმრობს. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამის შექმნასა და განვითარებაში დახმარებას გულისხმობს.

შეხვედრა ჩატარდება 25 თებერვალს, ჭავჭავაძის 32, აუდიტორია 101, 18:15-საათზე.

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

 

ბანერები