ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რიუდიგერ საფრანსკის "ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა" - "ფილოსოფიური ბიბლიოთეკის" მე-5 წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 დეკემბერს, ორშაბათს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის - "ფილოსოფიური ბიბლიოთეკა" - მე-5 წიგნის პრეზენტაცია. თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსისა და ლიტერატორის რიუდიგერ საფრანსკის წიგნი - "ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა" - ქართულ ენაზე თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა (სამეცნიერო რედაქტორი - თამარ ცოფურაშვილი, კორექტორი - ჯულიეტა პაკაცოშვილი).

რიუდიგერ საფრანსკის "ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა" ეხება ბოროტების ცნების გადააზრებას რელიგიური, მეტაფიზიკური, ლიტერატურული თუ პოლიტიკური კონტექსტების გათვალისწინებით, წიგნი თანაბრად დააინტერესებს როგორც ფილოსოფიის, ასევე ლიტერატურის მოყვარულებს.

დრო: 28 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები