ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„რისი გაკეთება არ შეუძლიათ კომპიუტერებს

სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ამა წლის 18 სექტემბერს 17:00 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  G კორპუსის 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის  2)  ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი კაი ჰაუზერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რისი გაკეთება არ შეუძლიათ კომპიუტერებს - ორი მიდგომა“. ლექცია შეეხება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ თანამედროვე ფილოსოფიურ დებატებსა და არგუმენტებს. კაი ჰაუზერის კვლევითი სფერო არის მეცნიერების ფილოსოფია, შემეცნების თეორია, მათემატიკური ლოგიკა.
მოხსენება წაკითხული იქნება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები