ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რეზო კორინთელის საჯარო ლექცია - ფსიქოანალიზი, ფსიქოთერაპია და ნეირომეცნიერება

ღონისძიებები

29 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „ფსიქოანალიზი, ფსიქოთერაპია და ნეირომეცნიერება“.

ლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, დიპლომირებული ანალიტიკოსი, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი, რეზო კორინთელი.

ლექციაზე განხილული იქნება ფსიქოგენური დაავადებების მიზეზები, ფსიქოთერაპიული ეფექტი ინტერპერსონალური ნეირობიოლოგიის, კერძოდ, მიჯაჭვულობის თეორიის კუთხით; აგრეთვე - ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხები.
პროფესორი რეზო კორინთელი მოკლედ მიმოიხილავს მიჯაჭვულობის თეორიის პრინციპებს და მათ მნიშვნელობას ფსიქოთერაპიისა და ანალიზისთვის.

დრო: 29 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები