ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში“ - კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

3 აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის - „რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში“ - პრეზენტაცია.

კრებული აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 29-31 ივლისს ყაზბეგის კვლევით ცენტრში ჩატარებულ სტუდენტურ ვორკშოპში  („სოციალური მოძრაობები საქართველოში - პროტესტის დინამიკა 2000-2016 წლებში“) მონაწილე სტუდენტების სტატიებს.

კრებულს, რომელიც გებერტ რიუფის ფონდის ხელშეწყობით  გამოქვეყნდა, მასში შესული სტატიების ავტორები წარადგენენ.

დრო: 3 აპრილი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები