ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„რენე დეკარტი. ფილოსოფიური ტრაქტატები" – „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ მე-10 წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სავლე წერთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის" მე-10 წიგნის – „რენე დეკარტი. ფილოსოფიური ტრაქტატები" – პრეზენტაცია. გადამუშავებული გამოცემა მოიცავს დეკარტის არა მხოლოდ აქამდე ნათარგმნ ფილოსოფიურ ტექსტებს, არამედ ახალ თარგმანსაც ტრაქტატისა „წესები გონების წარმართვისათვის". ამიტომ კრებული მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს დეკარტის ხუთივე ფილოსოფიურ ტრაქტატს (წესები გონების წარმართვისათვის, მსჯელობა მეთოდის შესახებ, მეტაფიზიკური მედიტაციები, ფილოსოფიის საწყისები, სულის ვნებანი).

გამოცემის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაზე ისაუბრებენ ტექსტის მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე, რედაქტორი ნინო ფიფია და თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა" რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი.

დრო: 29 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები