ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა - TDI-ის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან

ღონისძიებები

1 ივნისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლები, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას თემაზე: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა.

საკითხი მოიცავს თანასწორობისა და მრავალფეროვნების (რელიგიური, ეთნიკური, კულტურული) უზრუნველყოფას, მათ შორის საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში.

შეხვედრაზე განხილული იქნება როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა. საუბარი იქნება TDI-ის ორი კვლევის ძირითად საკითხებზეც. კვლევები ეხება, ერთი მხრივ, რელიგიურ/კულტურულ დღესასწაულებზე უქმე დღეებით სარგებლობის გარანტიებს, მეორე მხრივ, რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარებას სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის სამუშაო ადგილზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევები აანალიზებს საერთაშორისო პრაქტიკას ამ საკითხზე და გვთავაზობს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზს.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ადვოკატირება; რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევა; კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; თანასწორობის, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის იდეის დაცვა და ტოლერანტული გარემოს განვითარება.

მომხსენებლების შესახებ

ეკა ლომთათიძე (კვლევის ავტორი) ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის იურისტია, მკვლევარი. ის მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტებში და უნივერსიტეტებთან ადამიანის უფლებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

მარიამ ღავთაძე, ადამიანის უფლებების იურისტი, TDI-ს გამგეობის წევრი და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელია. 17 წელია მუშაობს რელიგიის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის დაძლევის საკითხებზე; არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და პუბლიკაციების ავტორი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 1 ივნისი, 11:00-12:30

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები