ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„რეგტაიმი“ - ე. ლ. დოქტოროუს წიგნის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გიწვევთ ე.ლ. დოქტოროუს წიგნის პრეზენტაციაზე. რომანი, სახელწოდებით - „რეგტაიმი“, ქართულად პირველად ითარგმნა.

წიგნს მთარგმნელი, თამარ სუხიშვილი წარადგენს.

რომანის შესახებ

„რეგტაიმი“ ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი, როგორც სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შეკერილი საბანი, ერთ მთლიანობად აღიქმება; როცა ამბები და გმირები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და სამასგვერდიან რომანში ჩატეული. უბადლოდ არის გადმოცემული ამერიკის, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის პორტრეტი, მისი სუნთქვა და სული“. - კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე

დრო: 1-ლი დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები