ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რეფლექსიები კარლ იუნგის „წითელ წიგნზე”

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის   G 106 აუდიტორიაში, გაიმართება  ფილოსოფიის დოქტორის, ფსიქოანალიტიკოსისა და პედაგოგის, ჯონ ჰილის საჯარო ლექცია თემაზე: ღვთაებრივის ფსიქოლოგიური ხატი: რეფლექსიები კ. გ. იუნგის „წითელ წიგნზე“.

წითელი წიგნი, ასევე ცნობილი სახელწოდებით ,,ახალი წიგნი“ (ლათ. Liber Novus ) წარმოადგენს    გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქიატრის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლ გუსტავ იუნგის  205-გვერდიან  ილუსტრირებულ ნაშრომს, რომელიც მან 1914 -1930 წლებში დაწერა. მისი გამოქვეყნება მოხერხდა  მხოლოდ  2009 წელს.

ჯონ ჰილმა ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტებში მოიპოვა, აგრეთვე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრენინგ-ანალიტიკოსია. ციურიხში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კულტურ მითზე, ჯეიმს ჯოისზე, ქრისტიანულ მისტიციზმზე, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე, სიზმრებზე და სხვ.

ჯონ ჰილი:  „ამ ლექციაში შევეცდები გადმოგცეთ ფსიქოლოგიური მიდგომა იუნგის „წითელი წიგნის“ შესახებ. ლექციის საგანი ნაკლებად იქნება წიგნის ინტერპრეტაცია. უფრო მეტად ვისაუბრებ პროცესზე, რომელიც მთლიანად მოიცავს პიროვნებას, რომელიც მზადაა სააშკარაოზე გამოიტანოს ადამიანური არსებობის ის სამყარო, რომელიც ჩვენთვის უცნობი საიდუმლოს საბურველშია გახვეული.

ამგვარი მიდგომა შესაძლოა ამბივალენტური, ფრთხილი და გაურკვეველიც იყოს, მაგრამ იგი ერთგვარი ავანტურაა, ადამიანის სულში აღმოაჩინოს ღვთაებრივის მყოფობის ახალი ჰორიზონტები. ეს ფსიქოლოგიური მიდგომა, რომელიც თავის თავში ტრანსპერსონალურ ძალას მოიცავს, შესანიშნავ შეფასებას აძლევს წიგნში დაუნჯებულ ოთხ საჩუქარს. იუნგი შთამომავლობას ლამაზად გაფორმებულ ხელნაწერს უტოვებს, მას ეჭვი შეაქვს სამოთხის მარადიული კურთხევის და ჯოჯოხეთის მარადიული წყევლის ტრადიციულ გაგებაში, სულის კარნახისადმი მისეული მორჩილება ამხნევებს ადამიანებს, რათა შექმნან ტრანსცედენტულის ახალი ხატები, და ბოლოს, იგი მისაწვდომს ხდის  იმ სიბრძნეს, რომელიც უზრუნველყოფს სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში მისი უნიკალური წვლილის საფუძვლებს.“

ბანერები