ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რძის პროდუქტების ბაზარი თბილისში

ღონისძიებები

16 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, ყოფილი უცხო ენების კორპუსის უკან, ძველი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის – ,,რძის პროდუქტების ბაზარი თბილისში“ შედეგების პრეზენტაცია.

კვლევის მიზანია, გამოავლინოს თბილისში პოპულარული რძის პროდუქტების მწარმოებელი ბრენდი.

კვლევა ჩატარდა 15–30 აპრილის პერიოდში სუპერმარკეტ ,,პოპულის’’ 15 სავაჭრო ობიექტში, თბილისის 11 რაიონში.

თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირებულ იქნა 65–75 ადამიანის არჩევანი. კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას, დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.

კვლევაში ჩართული იყო ხუთი ადგილობრივი ბრენდი – სანტე, ეკო ფუდი, სოფლის ნობათი, ნატურალ+, მარგო, ფაქიზო. ასევე ერთ–ერთი პუნქტი იყო უცხოური წარმოების რძის პროდუქტები. შესწავლილ იქნა შემდეგი სასაქონლო კატეგორიები: მაწონი, არაჟანი, რძე, ხაჭო, იოგურტი.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები