ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატომ იურიდიული განათლება?

ღონისძიებები

2 აგვისტოს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა იურიდიული მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

იურისტის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები და წარმომადგენლები:

  • ირაკლი ფორჩხიძე, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
  • კოტე ჩოკორაია, ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • ზაზა მეიშვილი, პროფესორი, ილიაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • თინა გოლეთიანი, ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის სამართლის სკოლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კოორდინატორი.

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები სამართლის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით იურისტის პროფესიით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 2 აგვისტოს, 19:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3xbHTe6

დრო: 2 აგვისტო, 18:00 საათი

პროექტის შესახებ

პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:

  • რა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?
  • როგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?
  • ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2021 წელი

ბანერები