ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„მითოსი-კულტი-პოეზია“ (II ლექცია)

ღონისძიებები

27 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „აზროვნების (პრომეთეს) გათავისუფლება“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ზევსი და პრომეთე, აზროვნების პრომეთეული და ეპიმეთეული საწყისები, სხეულისა და სულის ალეგორიები ძველ ბერძნულ მითოსში, პრომეთე და ექსკალიბურის ხმალი, პრომეთე და პეტრე მოციქულის დილეგიდან გათავისუფლება.

დრო: 27 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები