ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ხალხური პოეზია - ენის არაცნობიერი

ღონისძიებები

27 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის  - პოეზია და რეციტაცია -  ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ხალხური პოეზია - ენის არაცნობიერი; ლოცვა და შელოცვა; პოეზია, როგორც მაგიური ზემოქმედების ხელოვნება; მთისა და ბარის პოეზია; აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ხალხური პოეზიის ნიმუშები. შეხვედრაზე, სპეციალური სტუმრების რანგში, მოწვეულნი არიან მუსიკოსები, მიშა მდინარაძე და მიხეილ ჯავახიშვილი.

დრო: 27 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები