ღონისძიებები
4 ივნისი, 2026
ღონისძიებები
8 ივნისი, 2026
ღონისძიებები
4 ივნისი, 2026
რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ვერცხლის საუკუნის“ ქალი პოეტები
ღონისძიებები
6 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვერცხლის საუკუნის“ ქალი პოეტები: ანნა ახმატოვა და მარინა ცვეტაევა. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ახმატოვა და „ცისფერყანწელები“; ანნა ახმატოვა და ელენე დარიანი; მარინა ცვეტაევასა და ანნა ახმატოვას პოეტური და ბიოგრაფიული ურთიერთმიმართებები.
დრო: 6 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.