ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ვეფხისტყაოსნის“ ექოები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში

ღონისძიებები

16 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, საუბრის მთავარი თემაა „ვეფხისტყაოსნის“ ექოები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. პოეტი განიხილავს შემდეგ თემებსა და ნაწარმოებებს: „ვეფხისა და მოყმის ბალადა“; გმირები და მათი დედები ქართულ ეპოსში; ქვრივი ქალის სახე ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემაში „პარციფალი“; ჰერცელოიდე, მოყმის დედა და ოთარაანთ ქვრივი.

დრო: 16 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები