ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ”ვეფხისტყაოსანი” - ქართული ენის შესაძლებლობათა სამყარო

ღონისძიებები

18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი მოწვეულ სტუმართან, მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და ვახტანგ მეექვსე; რუსთაველი და ქართველი მეფეები; ”ვეფხისტყაოსანი”, როგორც ქართული ენის შესაძლებლობათა სამყარო; ”ვეფხისტყაოსანი” თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში.

დრო: 18 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები