ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა

ღონისძიებები

28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს საუბარს თემაზე: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: თამარი ხალხურ პოეზიაში; ღვთისმშობელი და თამარი; მნემოსინე-მეხსიერება, როგორც ცხრა მუზის ერთობლიობა; ღვთისმშობელი და ქართული სასულიერო პოეზია; თამარი და ქართული სამიჯნურო პოეზიის დაბადება; თამარი და რუსთაველი; სიყვარული, როგორც შემეცნების ძალა.

დრო: 28 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები