ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში

ღონისძიებები

8 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი აღთქმის სამყარო - თვალი თვალისა წილ; სახარება - გიყვარდეს მტერი შენი; ჯოყოლა და ზვიადაური; აღაზა და მარადქალურობა; ვაჟა-ფშაველა და „კავკასიური იდეა“.

დრო: 8 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები