ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ვაგნერი და პრე-რაფაელიტები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”

ღონისძიებები

24 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა - ტექნიკური პროგრესი; ქრისტიანობისა და წარმართობის ხელახალი შეხვედრა ვაგნერთან და პრე-რაფაელიტებთან; მფრინავი ჰოლანდიელი და ტანჰოიზერი; პოეტების შეჯიბრი ვარტბურგის ციხე-კოშკში; ვენუსი და გრაალი; ვაგნერიანული და პრე-რაფაელიტური იმპულსები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”. მოწვეული სტუმარი, მსახიობი ნატო მურვანიძე დამსწრე აუდიტორიას წაუკითხავს ლექსებს გალაკტიონ ტაბიძის კრებულიდან ”არტისტული ყვავილები”.

დრო: 24 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები