ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ტექსტი და ინტერტექსტი

ღონისძიებები

10 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის  - პოეზია და რეციტაცია -  ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ჰომეროსი მეოცე საუკუნის პოეტებში, ”ილიადა” - მეთვრამეტე სიმღერა; იუსტან ჰიუ ოდენი - “აქილევსის ფარი”; იოსიფ ბროდსკი - “პეპელა”.
მოწვეული სტუმარი, პოეტი და მთარგმნელი, ქეთი ნიჟარაძე, ძველბერძნულად და ქართულად წაიკითხავს სცენებს ჰომეროსის პოემიდან ”ილიადა”. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს იუსტან ჰიუ ოდენისა და იოსიფ ბროდსკის აუდიოჩანაწერები.

დრო: 10 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები