ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: თანამედროვე ქართული პოეზია

ღონისძიებები

1-ლ ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა “თანამედროვე ქართული პოეზია”. “სიტყვისსახელოსნოს” სტუმრები, თანამედროვე ქართველი პოეტები - დიანა ანფიმიადი, ლია ლიქოკელი, ზვიად რატიანი, გაგა ნახუცრიშვილი, პაატა შამუგია - დამსწრე აუდიტორიას თავიანთ ლექსებს წაუკითხავენ.

დრო: 1-ლი ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები