ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: სიყვარული “ვეფხისტყაოსანში”, როგორც შემეცნების უმთავრესი ძალა

ღონისძიებები

4 ნომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: სიყვარული “ვეფხისტყაოსანში”, როგორც შემეცნების უმთავრესი ძალა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ცოდნა და სიყვარული; ხე ცნობადისა და ხე სიცოცხლისა; “მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”; “სიყვარული აგვამაღლებს”; “სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ”; ”ვეფხისტყაოსანი” და ქრისტიანობა; წმინდა გიორგის რაინდული ნაკადი საქართველოში; გრაალი ”ვეფხისტყაოსანში”.

დრო: 4 ნომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები