ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა პოეტ გოჩა სხილაძესთან

ღონისძიებები

21 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ გოჩა სხილაძეს. შეხვედრის ფარგლებში, პოეტი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და წაიკითხავს საკუთარ ლექსებს.

დრო: 21 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები