ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: რუსთაველი და რუსთველოლოგია

ღონისძიებები

25 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი მოწვეულ სტუმართან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და რუსთველოლოგია. „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველთ მეფეთა ცხოვრება და შემოქმედება. პოეტი და მეფე. ქართველი მეფე პოეტები. „ვეფხისტყაოსანი“ და ზვიად გამსახურდია.

დრო: 25 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები