ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „რას ვკითხულობთ ჩვენ და რა წავუკითხოთ ბავშვებს“

ღონისძიებები

12 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რას ვკითხულობთ ჩვენ და რა წავუკითხოთ ბავშვებს“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ლიტერატურელი ჟანრები და მკითხველის ასაკობრივი (ეგზისტენციალური) ფაზები, ზღაპრები და სკოლამდელი ასაკის ადამიანი, პოეზია და პუბერტატი, სტუდენტობა – „დრამა და იდეალები“ , პროზა როგორც „მეხსიერების საცავი“, თანამედროვე ადამიანის შრომის ხუთდღიანი ციკლი, ხელოვნება – „ინტელექტუალური შვებულება (შაბათი)“, ზურის დიქოტომია.

დრო: 12 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები