ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში

ღონისძიებები

22 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: პოეზია და იკონოგრაფია; ლექსი, როგორც მეტყველი ფრესკა; ფრესკა, როგორც სივრცული ლექსი; სამი ლექსის იკონოგრაფია: დავით გურამიშვილის „ზუბოვკელი ქალი“; ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“; აკაკი წერეთლის „სულიკო“.

დრო: 22 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები