ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ქართული რომანტიზმის დაბადება და მეტამორფოზები

ღონისძიებები

7 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული რომანტიზმის დაბადება და მეტამორფოზები“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: რომანტიზმი და ახალი ევროპული ნარატივი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; რუსეთი, სპარსეთი საქართველო; ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“; მე-19 საუკუნე - ქართული პოეზიის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“. ბესიკიდან ბარათაშვილამდე; ნიკოლოზ ბარათაშვილი და კასპარ დავით ფრიდრიხი; ბარათაშვილის „მერანი“ და ედგარ ალან პოს „ყორანი“.

დრო: 7 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები