ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში“ (II ლექცია)

ღონისძიებები

6 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტ რატი ამაღლობელის ლექციათა ციკლის – „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში “ – მეორე შეხვედრის თემაა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩანასახი“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კულტურის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთმიმართება და მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოება, პირველი პარტიული ორგანიზაციები და თვითგამოცემები საქართველოში, მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველი პოლიტიკოსები და ტერორისტები.

დრო: 6 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები