ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში“ (I ლექცია)

ღონისძიებები

23 იანვარს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს ლექციათა ციკლს.  ციკლის – „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში “ –  პირველი შეხვედრის  თემაა „საქართველო – იდეა და რეალობა, სული და სხეული“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლუარსაბ თათქარიძე და ფეოდალიზმის კრახი, ილია ჭავჭავაძე, როგორც  ახალი საზოგადოებრივი სისტემების პროექტის ავტორი, კულტურული, პოლიტიკური და სამეურნეო საქმიანობების თავისებურებანი საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი (1918-1921).

დრო: 23 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები