ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზისი და მიმეზისი

ღონისძიებები

7 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზისი და მიმეზისი“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: პოეზიის „ფიზიკა“ და „მეტაფიზიკა“;  

მიბაძვა-იმიტაცია-მიმსგავსება vs. ქმნა-თხზვა-გამოგონება; „პლატონი და პოეტები“;  

არისტოტელეს პოეტიკა ანუ ცოდნა პოეზიის შესახებ.

დრო: 7 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები