ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და სინამდვილე

ღონისძიებები

14 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზია და სინამდვილე“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: კრონოსის მიერ ურანოსის დასაჭურისება; აფროდიტეს დაბადება; აფროდიტე და ათენა; სიცოცხლისა და ცნობიერების ძალების პოლარულობა; ჰადესი ჰომეროსთან და ორფეულ ჰიმნებში; ორფეოსი და დიონისე-ზაგრეუსი; მშვენიერების მითოლოგიური გაგება და არნოლდ ბიოკლინის მკვდართა კუნძული.

დრო: 14 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები