ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „პოეზია და გრძნობის ორგანოები“

ღონისძიებები

15 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პოეზია და გრძნობის ორგანოები“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: გრძნობის ორგანოთა კლასიფიკაცია, მხედველობის შეგრძნება და მეტაფორა, მხედველობა და თვითაღქმა, გემო და სახე-ხატი, ლექსთწყობა – მეტრი და წონასწორობის შეგრძნება, სმენის შეგრძნებიდან მეტყველების (სიტყვის) შეგრძნებამდე, ბგერა და ფიგურა, ქართული ხალხური პოეზიის რიტმიკა და ხალხური ორნამენტები.

დრო: 15 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები