ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და ანგელოსების სამყარო

ღონისძიებები

20 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია  - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზია და ანგელოსების სამყარო“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი ბერძენი მუზები; პოეტური ინსპირაციების მოზაიკა; ინსპირაცია და შინაგანი სმენა; ანგელოსები და მათი იერარქიები დიონისე არეოპეგელის მიხედვით; ანგელოსებრივი და პოეტური; ანგელოსები რუსთაველთან, გალაკტიონთან, რილკესთან, პუშკინთან, ბლეიკთან.

დრო: 20 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები