ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (I ლექცია)

ღონისძიებები

14 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი იწყებს ლექციათა ციკლს: პოეზია და 7 ხელოვნება“.

პირველი ლექციის თემებია: პოეზია, როგორც ინდივიდუალურიდან ობიექტურ მეხსიერებაში გაღწევა; პოეზია და სახვითი ხელოვნებები; დრო და სივრცე პოეზიაში; პოეზია, როგორც შემეცნების ფორმა.

დრო: 14 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები