ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ნიკო სამადაშვილის პოეზია

ღონისძიებები

25 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: ნიკო სამადაშვილის პოეზია. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: გალაკტიონი - მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის რეპრეზენტანტი; ევროპული ნაკადი გასული საუკუნის ქართულ პოეზიაში; ნიკო სამადაშვილი და ქართული პოეზიის ეზოთერული მხარე; გალაკტიონი და ნიკო სამადაშვილი.

დრო: 25 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები