ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: მარი ბურდულის კრებულის „ჩემი თანატოსი“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში რატი ამაღლობელის შეხვედრების ციკლის „სიტყვის სახელოსნოს“ ფარგლებში გაიმართება მარი ბურდულის კრებულის „ჩემი თანატოსი“ პრეზენტაცია.

მარი ბურდულის შესახებ

მარი ბურდული დაიბადა 1983 წელს. დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და 2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. მარი  ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარით გამოირჩეოდა. თავის პროფესიასაც უყურებდა, როგორც შემოქმედებას და ადამიანების განვითარების საშუალებას, ამიტომ იყო, რომ მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა – ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა – სიცოცხლის ბოლომდე ჩართული იყო უნივერსტეტის საქმიანობაში.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მარიმ გამოაქვეყნა წერილი „ჩემი თანატოსი“, რომელშიც ღიად საუბრობს თავისი იშვიათი დაავადების შესახებ და, რაც მთავარია, თითოეულ მკითხველს არწმუნებს, რომ ადამიანის გამარჯვების ნების წინაშე ნებისმიერი წინაღობა უძლურია. „ჩემი თანატოსით“ მარი მადლობას უხდის ყველა უცნობ და ნაცნობ ადამიანს, რომელთაც მისი გადარჩენისთვის ბრძოლაში წვლილი შეიტანეს. ამას ყველაზე კარგად თავად აგიხსნით თავის ნაწერში.

„ჩემი თანატოსი“ არაერთმა ლიტერატორმა შეაფასა, როგორც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ტექსტი. თუმცა მარი თავისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის პოეტიც იყო, ამ კრებულის მიზანი  მისი ლექსების გაერთიანება და მკითხველისთვის გაცნობაა.


დრო:
28 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები