ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ლოცვა პოეზიაში

ღონისძიებები

13 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ლოცვა პოეზიაში“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ლოცვის არსი; ენა და აზროვნება; სიტყვები და საგნები, მათი ურთერთმიმართება; ადამიანი როგორც საგნების სახელმდებელი; „მამაო ჩვენოს“ სტრუქტურა; მაცხოვრის ლოცვა; „ავთანდილის ლოცვა და ანდერძი“; ილიას „ლოცვა“; გალაკტიონ ტაბიძის „მზეო თიბათვისა“; ანგელუს სილიზიელი და ტერენტი გრანელი.

დრო: 13 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები