ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება“

ღონისძიებები

5 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „ბროდსკის საქმე” და მისი ემიგრაცია, ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვა, აკაკი ბაქრაძე და „14 აპრილი“, 70 წლით აკრძალული რელიგიისა და რელიგიური ცენზურის დიქოტომია.

დრო: 5 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები