ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ადამიანი როგორც ხილული მუსიკა და პოეზია“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ადამიანი როგორც ხილული მუსიკა და პოეზია“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ამურისა და ფსიქეას მითი, კვირის დღეებისა და პლანეტების მიმართება, შვიდფერა ცისარტყელა და შვიდი ნოტი, ცისარტყელას, მშვილდის, არფისა და როიალის მეტამორფოზები, ადამიანი-ინსტრუმენტი, ადამიანი - ორკესტრი.

დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები