ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „საშობაო განწყობები ლიტერატურაში“

ღონისძიებები

18 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საშობაო განწყობები ლიტერატურაში“. 

მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: შობის სცენების თეატრალიზებული დადგმების ტრადიცია ევროპულ ქალაქებსა და დაბებში; ფრიდრიხ რიუკერტის ''Kindertodtenlieder'', (სიმღერები გარდაცვლილ ბავშვებზე) და დოსტოევსკის „ბიჭუნა ქრისტესთან ნაძვის ხეზე“; შობა ანდერსენსა და დიკენსთან; პასტერნაკისა და ბროდსკის საშობაო ციკლები; ქართული „ალილოს“ პოეტური შინაარსები.

დრო: 18 დეკემბერი, სამშაბათი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები